ჩვენ ვართ სოციალური კაფე, რომელიც - დღის განმავლობაში ყავის, საუზმის, სადილისა და მშვიდი შეხვედრების რიტმში ცხოვრობს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძები, ჭიქა ღვინოსთან ერთად. საღამოს კი ნელ-ნელა ვაკის ყველაზე მშვიდ და დახვეწილ ბარად იქცევა.
ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს - განვითარების თავისებურებების მქონე ადამიანების ტრანზიტულ დასაქმება. ჩვენთვის ქველმოქმედება ნორმალური და ღირსეული პრაქტიკაა, ადამიანი იღებს სამუშაო გამოცდილებას, სწავლობს სტუმრებთან ურთიერთობას, ცდის თავის შესაძლებლობებს სხვადასხვა პოზიციებზე, რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს და ნელ-ნელა ემზადება შემდეგი ნაბიჯისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ კაფე შეიძლება იყოს არა მარტო გემრიელი კერძები და ლამაზი ინტერიერი არამედ ადგილი, სადაც განვითარების თავისებურებების მქონე ადამიანები ინტეგრირდებიან საზოგადოებაში და სრულუფლებიანი წევრები არიან. სადაც მხარდაჭერა სიბრალულს არ ჰგავს, ხოლო თითოეული სტუმარი რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ყავაზე, სადილზე ან საღამოს სასმელზე შემოვიდა.
დღისით ჩვენ ვართ კაფე ადამიანური მნიშვნელობით. ღამით — ბარი მშვიდი საუბრებისთვის. ყოველთვის — ადგილი, სადაც ყურადღება ხმაურზე მნიშვნელოვანია.